logo_geo
eng_logo
რობერტა მეცოლა: მივესალმებით საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განაცხადებს
- +

9 მაისი. 2022. 22:53

 

 

ვისთვისაც ძვირფასია პრინციპები და ღირებულებები, ფუნდამენტური უფლებები, რომელსაც ეს ორგანიზაცია ეფუძნება, მათ შეუძლიათ ევროკავშირს შეხედონ ისე, როგორც საკუთარ სახლს. ეს არის ის, რასაც ჩვენ უკრაინელი ხალხი გვთხოვს, რომ გავაკეთოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მისი თქმით, მიესალმებიან გაწევრიანების შესახებ საქართველოს და მოლდოვას მიერ გაკეთებულ განაცხადებს.

„ვფიქრობ, ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ და უკრაინელებმაც სწრაფად იმოქმედეს, რათა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შევძლოთ. არა მარტო უკრაინელების, არამედ ჩვენი ინტერესი და სურვილიც არის, რომ უკრაინა ევროპის გულში იყოს. ასევე უნდა გავაგრძელოთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები. ჩვენ ასევე მივესალმებით გაწევრიანების შესახებ საქართველოსა და მოლდოვას მიერ გაკეთებულ განაცხადებს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner