logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინისთვის უნდა გვქონდეს განსაკუთრებული გზა, რომელიც იქნება ინვესტიციებისა და რეფორმების კომბინაცია
- +

9 მაისი. 2022. 23:47

 

 

უკრაინა განსკუთრებულ მდგომარეობაშია, ქვეყანაში ომია. უკრაინისთვის ინვესტიციების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია რეკონსტრუქციის ფონდი უკრაინაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა უკვე ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან.

„ეს პროცესი არსებითი რეფორმების განხორციელების პარალელურად უნდა მოხდეს. უკრაინა არის უკვე ძალიან ახლოს ევროკავშირთან. ჩვენ გვაკავშირებს ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა. უკრაინისთვის უნდა გვქონდეს განსაკუთრებული გზა, რომელიც იქნება ინვესტიციებისა და რეფორმების კომბინაცია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner