logo_geo
eng_logo
გაეროში აშშ-ის ელჩი: პუტინმა აღიარა, რომ მას არ აქვს გამარჯვება, რომლის აღნიშვნა შეუძლია
- +

9 მაისი. 2022. 23:48

 

 

აეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მას არ აქვს გამარჯვება, რომლის აღნიშვნა შეუძლია.

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, რუსეთის ლიდერმა 9 მაისთან დაკავშირებით თავ ისი სიტყვით გამოსვლა არ გამოიყენა უკრაინიდან გასვლის გამოცხადებისთვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინის ომი გაგრძელდება.

„უკრაინაში პუტინის მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. მან ვერ შეძლო უკრაინის რამდენიმე დღეში დაჩოქება. კონფლიქტი არ დასრულებულა, რა თქმა უნდა. მან არ გამოაცხადა ჯარების გაყვანა. უკრაინელებთან შეთანხმება არ გამოუცხადებია. ჩვენი შეფასებით, ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი კონფლიქტი“, - აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner