logo_geo
eng_logo
რობერტა მეცოლა: ჩვენთვის არ არსებობს დიდი და პატარა სახელმწიფოები, ჩვენ ვხვდებით, რომ იდეები გეოგრაფიაზე მეტია
- +

10 მაისი. 2022. 00:56

 

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ევროპული ინტეგრაციისთვის გადამწყვეტ მომენტში. ჩვენთვის არ არსებობს დიდი და პატარა სახელმწიფოები. ჩვენ ვხვდებით, რომ იდეები გეოგრაფიაზე მეტია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„არასდროს დამავიწყდება ის გრძნობა, რომელიც 18 წლის წინ მქონდა,როდესაც მალტა 9 სახელმწიფოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანდა. არის მომენტები, რომელიც მუდამ დარჩება ჩემთან. მაშინ ყველა ერთად ვიდექით და ვითვლიდით წამებს მაისის ამ ისტორიულ დღე, რათა შეგვეგრძნო სიხარული, იმედი, სულისკვეთება, რომლითაც ხალხს სჯეროდა. დღეს ხალხი უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, დასავლეთ ბალკანეთში ჯერ კიდევ გვიცქერს იმავე მიზნით და იმედით. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს,რათა შევცვალოთ ევროპა უკეთესობისკენ, როგორც ეს ჩემი ქვეყნის შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner