logo_geo
eng_logo
ზელენსკი: „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია - დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ
- +

10 მაისი. 2022. 00:57

 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული ნაბიჯია.

„მადლობელი ვართ ამერიკის პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში. „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner