logo_geo
eng_logo
პენტაგონის სპიკერი - გვაქვს მინიშნებები, რომ უკრაინელები ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ რუსეთში
- +

10 მაისი. 2022. 01:20

 

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ,,ნახა მინიშნებები", რომ უკრაინელები რუსეთში ,,თავისი ნების საწინააღმდეგოდ" მიჰყავთ. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რასაც CNN-ი ავრცელებს.

,,ჩვენ ნამდვილად ვნახეთ მინიშნებები, რომ უკრაინელები უკრაინიდან რუსეთში გადაიყვანეს", - განაცხადა კირბიმ.

კირბის არ უსაუბრია გადაადგილებულ უკრაინელთა საერთო რაოდენობაზე, თუ რამდენი ბანაკია ან როგორ გამოიყურებიან ისინი, მაგრამ განაცხადა:

,,ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ უკრაინელები მათი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთში მიჰყავთ".

პენტაგონის სპიკერმა აღნიშნულ ქმედებას ,,არაკეთილსინდისიერი" უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner