logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა სურს
- +

10 მაისი. 2022. 11:38

 

 

„ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა უაღრესად საინტერესო განცხადება გააკეთა. ელჩის განცხადებით ცალსახად დასტურდება, რომ უკრაინის მთავრობა, საქართველოს შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის, შიდა ბაზრისთვის არის გათვლილი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებას, რომლის თანახმად კლეიტონმა აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

 

მისი თქმით, დაუშვებელია ფაქტებს მოკლებული, უარგუმენტო საუბარი, როდესაც საქმე ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება:

 

„საერთაშორისო დონეზე ყველა ქვეყანამ იცის, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში არ ეხმარება! საკითხი შემდეგი ფორმულირებით დგას, ვის ვენდოთ ბრიტანულ თუ უკრაინულ დაზვერვას? რა თქმა უნდა, ბრიტანულ დაზვერვას. რადგან უკრაინის დაზვერვისგან განსხვავებით სანდოობის მაღალი ხარისხი აქვს! მაღალ პოზიციებზე კი ჩანერგილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მუშაობენ.

 

საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. ცალსახაა მათ საქართველოში სიტუაციის არევა სურთ, რაც, პირველ რიგში, ხელს „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა სურს. არ ვიცი უკრაინის მაღალჩინოსნებს რა აიძულებთ მსგავსი აბსურდული განცხადების გაკეთებას, არის ეს დიდი ფული თუ სხვა რაიმე მიზეზი, მაგრამ ფაქტია, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებს აჟღერებენ. მაქვს მოლოდინი, რომ უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი მალე დასრულდება, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის მიმართ აუცილებლად იქნება კითხვები, რომელზე პასუხიც მათ მინიმუმ დიდ უხერხულობას შეუქმნის. დაუშვებელია ფაქტებს მოკლებული, უარგუმენტო საუბარი, როდესაც საქმე ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება. უკრაინამ მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დროს, ყველა დაწერილი თუ დაუწერელი წესი დაივიწყა“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner