logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური უსუფაშვილზე: ჯერ ხომ შეგვიყვანა მისმა მეუღლემ NATO-ში და ეტყობა ეშინია ვინმემ არ გამოგვიყვანოს...
- +

13 აგვისტო. 2016. 01:22



პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციში უნდა ჩაიწეროს ფრაზა დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში".



 „ჯერ ხომ შეგვიყვანა მისმა მეუღლემ NATO -ში და ეტყობა ეშინია ვინმემ არ გამოგვიყვანოს და ამიტომ უნდა, რომ ეს ჩანაწერი გააკეთოს თუ რა ხდება?! NATO - დაგვაქცია და მომავალშიც უკეთესს არაფერს გვპირდება. მისი წევრი ქვეყნები დაჩოქილები გარბიან მოსკოვში, თან ჩვენზე გაცილებით დიდები. ამიტომ, ცოტა ფრთხილად ვიყოთ. ვიდრე ამ სისულელეებს კონსტიტუციაში ჩავწერთ, ქვეყნის მომავალზე ვიფიქროთ"-განაცხადა მეჭიაურმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner