პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰაიდი გრაუს შეხვდა.
შეხვედრაზე ელისო ბოლქვაძემ ელჩს კომიტეტის საქმიანობა გააცნო, და სახელოვნებო განათლების რეფორმაზე ესაუბრა.
„შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ კულტურული დიპლომატიის უდიდეს მნიშვნელობაზე და საქართველოსა და შვეიცარიას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე კულტურის მიმართულებით“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.