„თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების, გადაყვანისა და ვერც სხვა რაიმე ზომის გამოყენების საფუძველი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილი ყველაფრით, მათ შორის სათანადო კვებით და სამედიცინო მომსახურებით.
„რაც შეეხება თავად სააკაშვილს, თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც განთავისუფლების, გადაყვანის და ვერც სხვა რაიმე ზომის გამოყენების საფუძველი. მას ყველანაირი მომსახურება უზრუნველყოფილი აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.