logo_geo
eng_logo
უილიამ ლაჰიუ: NATO მხარს უჭერს საქართველოს, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს
- +

8 მარტი. 2016. 14:28



NATO-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე: „NATO-ს ვარშავის სამიტი: შესაძლებლობები და მოლოდინები" განაცხადა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს, რომელსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.



ჩვენი თანამშრომლობა რეგიონში ძალიან ძლიერი და სტაბილურია. რეგიონის სამივე ქვეყანა დაინტერესებულია NATO-სთან პარტნიორობის შენარჩუნებით.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანების კანდიდატია, რეგიონში მალე იგეგმება რეგულარული სამხედრო წვრთნების ჩატარება",  - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.



თავის მხრივ, NATO-ს გენშტაბის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტეფან ელგერსმამ განაცხადა, რომ ალიანსი გეგმავს, აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ პროექტებში ჩართოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner