logo_geo
eng_logo
ყაზბეგის გამზირზე სკვერი სრულად რეაბილიტირდა
- +

10 მაისი. 2022. 14:18

 

 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ყაზბეგის გამზირზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

 

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, ლედ განათების სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყო სარწყავი სისტემა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირება განხორციელდა.

 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სკვერში განთავსდა საპარკე სკამები წიგნის ვიზუალით. მოეწყო ორი „წიგნის ბუდე“, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთმანეთს რჩეული ლიტერატურა გაუზიაროს, ან წაიღოს წიგნი და მის ნაცვლად, სხვა წიგნი დატოვოს. გარდა ამისა, სკვერში არსებულ კედელზე აღბეჭდილია გამოჩენილი მწერლების ფრაზები.

 

რეაბილიტირებული სკვერი თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 258 818 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner