logo_geo
eng_logo
რუსეთის საგარეო უწყება: დიდი ხანია, შევეგუეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები რაციონალურ არგუმენტებს ვერ აღიქვამენ!
- +

13 აგვისტო. 2016. 02:16


 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება, რომელიც 2008 წლის კავკასიის კონფლიქტს ეძღვნება,  ზუსტად ის შემთხვევაა, რისთვისაც ცნობილ აფორიზმს გამოვიყენებთ -"ისტორია გვასწავლის იმას, რომ  არაფერს გვასწავლის".- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ოფიციალურ თბილისს არ ეყო 8 წელი, რათა გაეაზრებინა  იმ ქვეყნის ტერიტორიული დაშლის რეალური მიზეზი, რომელსაც იმ დროისთვის ოდესის ახლანდელი გუბერნატორი ხელმძღვანელობდა".


"ამასთან უკვე დროა იმის გაგება, რომ არსებობს პოლიტიკური გადაწვეტილებები, რომელსაც შეუქცევადი შედეგები მოაქვს. ასეთი გადაწყვეტილების კლასიკური მაგალითია 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს მძინარე ცხინვალის დაბომბვა. დღევანდელი რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ყოფილ ტერიტორიაზე 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს: აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ისინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ თავიანთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, როგორც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო, ზრუნავენ თავიანთ უსაფრთხოებაზე( მათ შორის საზღვრის მოწყობასა და სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერებაზე). მათ გააკეთეს თავისუფალი არჩევანი მეგობრულ რუსეთთან მჭიდრო კავშირისა და დაახლოების სასარგებლოდ, მოიპოვეს საიმედო მხარდაჭერა და დაცვა",- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გრძელდება დაუსრულებელი ტირაჟირება პროპაგანდისტული კლიშეებისა "აგრესიის", "ეთნიკური წმენდის" "ბორდერიზაციის" , "ანექსიის" , "ოკუპაციის" შესახებ.


 „დიდი ხანია შევეგუეთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები რაციონალურ არგუმენტებს ვერ აღიქვამენ. აღსანიშნავია აგრეთვე მათი გულგრილობა იმ ფაქტისადმი, რომ "ოკუპაციური პოლიტიკა" შეუარაცმყოფელია პირველ რიგში აფხაზებისა და ოსებისთთვის, რომლებთან "შერიგებას" თბილისში თითქოს ცდილობენ. განცხადებაში ასევე საუბარი იყო ტრადიციულად მითიურ შეთანხმებაზე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კვლავ გვიხდება იმისა შეხსენება, რომ ეს შეთანხმება არ არსბეობს. სინამდვილეში საუბარია კონფლიქტის დაერეგულირების 6 პრინციპზე, რომელიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა შეიმუშავეს და ხელმოსაწერად შეთავაზებულ იქნა ქართული, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის მხარისთვის. შეუძლებელია ირონიის გარეშე საქართველოს თვითქების მიღება იმის შესახებ, რომ მან თითქოს რეგიონიული სიტუაციის პოლიტიკურ დარეგულირებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. სინამდვილეში ქართული მხარე ჟენევის დისკუსიებში მუდივად საბოტაჟს უწყობს მუშაობას დოკუმენტებზე ძალის გამოუყნებლობის შესახებ, დაბლოკა ლტოლვილთა პრობლემების განხილვა გაეროს გენერალურ ასამბლეაში პოლიტიზირებული დოკუმენტების წარდგენის გზით, ამასთან მუდმივად მიმართავს საინფორმაციო პროვოკაციებსა და კონფრონტაციულ რიტორიკას. ასეთი რიტორიკის ერთ-ერთი მაგალითი თავად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაა, ასევე ქართველი სახელწმიფო პირების ბოლო განცხადება, მათ შორის პრეზიდენტ მარგველაშვილის. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საქართველოსადმი მიზანმიმართული "სოლიდარობის" დემონსტრაცია, რომელსაც შეიცავს განცხადებები, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისყტრომ და პრეზიდენტმა პოროშენკომ გაავრეცელეს. ეს შემთხვევითი არ არის: კიევი და თბილისი თითქოს ერთამენთს ეხმარებიან უკეთ შევიდნენ "რუსული აგრესიის" "მსხევრპლის როლში". ამის ნაცვლად უკეთესი იქნებოდა მათ თავიანთი საკმაოდ უსიამოვნო პოლიტიკისთვის გადაეხედათ",- აღნიშნულია განცხადებაში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner