logo_geo
eng_logo
უკრაინიდან ვრცელდება ცნობები რადის ყოფილი დეპუტატის, დავით ჟვანიას სიკვდილის შესახებ
- +

10 მაისი. 2022. 16:16

 

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში, საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია.

 

გერაშჩენკო წყაროზე დაყრდნობით, ტელეგრამზე წერს, რომ ჟვანია სოფელ ნოვოპოკროვკის რაიონში, ოკუპანტების ბლოკ-პოსტთან, „რუხ ზონაში“ იმყოფებოდა. უკრაინის შს-თა მინისტრის მრჩეველი წყაროს დაუსახელებლად იმასაც წერს, რომ დავით ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგის, „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner