logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდნენ
- +

10 მაისი. 2022. 16:29

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა, რომ საქართველო-თურქეთის დიპლომატიურ ურთიერთობებთან და მეგობრობასთან დაკავშირებით, ერთობლივი ძალებით მოხდეს დოკუმენტური ფილმის გადაღება.

 

„აღნიშნულ ფილმზე უახლოეს პერიოდში დაიწერება პროექტი.  ასევე, განვიხილეთ საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე, ცნობილი მუსიკოსის, ნარგილე მამედოვას ჩართვის შესაძლებლობა. ღონისძიება ბათუმის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში  გაიმართება“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner