საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „კრედიტ სუისის“ გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით თავის დროზე იყო აბსოლუტურად უსამართლო.
„კრედიტ სუისი“ ითვლება შვეიცარიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სანდო ბანკად. მისი გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ჯერ თავის დროზე იყო აბსოლუტურად უსამართლო. მას შემდეგ, რაც ბანკმა აღიარა, რომ ეს ფული ნამდვილად ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რომ ეს გადარიცხვები ერთი თვის განმავლობაში ჭიანურდება, ამას ახსნა არ აქვს. ამიტომ, როდესაც ჩნდება კითხვები, ხომ არ აქვს ადგილი გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას, ეს კითხვები და ეჭვები ლეგიტიმურია“, - აცხადებს სუბარი.