logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულებს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- +

10 მაისი. 2022. 17:40

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 15 ივნისს, ქ. ქუთაისში, ბრალდებულებმა გ.ქ.-მ და ლ.გ.-მ ხალხმრავალ ადგილას, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღებით, ერთმანეთის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, რა დროსაც ერთ-ერთმა გამვლელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. 

 

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2021 წლის 3 ივლისს, ხოლო გ.ქ. 15 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner