logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს არის პოლიტიკური თამაში!
- +

13 აგვისტო. 2016. 02:40



ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი ქვეყნის უბლოკო სტატუსზე ნინო ბურჯანაძის და დავით უსუფაშვილის განცხადებებს პოლიტიკურ თამაშს უწოდებს.


"ვფიქრობ, როგორც ერთი, ასევე მეორე პოლიტიკური ლიდერის განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. ეს არის პოლიტიკური თამაში. აღნიშნული ინიციატივა გაკეთდა რომ რაც შეიძლება მეტი დებატი, დაპირისპირება იყოს. მგონია, რომ ეს ძალიან ვიწრო პარტიული მოსაზრებებია ორივე მხრიდანვერ ვიტყოდი, რომ ეს საინტერესო სვლა იყო",- განაცხადა ვოლსკიმ.



„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას უბლოკო სტატუსს ჰპირდება.


პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა კი, აღნიშნულის საპირისპიროდ გამოთქვა ინიციატივა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერი გაკეთდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner