„ეს რეპუტაციული დანაკარგები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი შვეიცარიული ბანკები, როგორიც არის მაგალითად Credit Suisse, მის კლიენტებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბანკს სასამართლო პროცესი მოუგო, დანაკარგის საკომპენსაციო თანხის გადმორიცხვის დაყოვნებას "აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით" აუხსნიან“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიმდინარე მოვლენებს.
„უკრაინაში ომმა და ასევე სანქციებით ომმა, შვეიცარიის ბანკებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგანაც სანქცირებულ პირების აქტივებზე გამოცხადებული ნადირობის შედეგად, ეს ბანკები მზარდი პოლიტიკური ზეწოლის ობიექტები გახდნენ. შესაბამისად შვეიცარიის საბანკო ინდუსტრია რისკავს საკუთარი რეპუტაციით. ეს რეპუტაციული დანაკარგები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, თუკი შვეიცარიული ბანკები, როგორიც არის მაგალითად Credit Suisse, მის კლიენტებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბანკს სასამართლო პროცესი მოუგო, დანაკარგის საკომპენსაციო თანხის გადმორიცხვის დაყოვნებას „აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით" აუხსნიან. არ ვამტკიცებ, უბრალოდ ვვარაუდობ, ეს შესაძლოა არ გახლდეთ მხოლოდ ბანკის გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ომის კვალობაზე აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილია მიზნობრივი საკოორდინაციო საერთაშორისო ჯგუფი KleptoCapture (ინფორმაცია იხ. ქვემოთ), რომელსაც შეიძლება ითქვას აქვს გარკვეული კონტროლი შვეიცარიის ბანკებისა და მათი კლიენტების ურთიერთობებზე. უკრაინაში ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ქვეყანაც აღდგება, მაგრამ შვეიცარიის საბანკო სექტორს რეპუტაციის აღდგენაზე შეიძლება გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს“, - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.