„დღეს, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტიას კვლავ შეახსენა, „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“. დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც კი და იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
„დღეს, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა სააკაშვილის ომისა და ღალატის პარტიას კვლავ შეახსენა, „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ბელადიანად, ხართ „ცხვრის ქურქში გახვეული მგლები“ - დიდი ხანია დაკარგეთ ადამიანობის იოტისოდენა განცდაც კი და იქეცით გამოუსწორებელ მოძალადეებად. ნაცსექტის ადვოკატმა გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“) მყისიერად უპასუხა: არ გვაინტერესებს პრეისტორიული წარსული ორპროცენტიან გიორგი ვაშაძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ანასხლეტებს თუ ის შავბნელი წარსული არ აინტერესებთ, ვერასდროს მოიგებენ საზოგადოების გულს. შავბნელი წარსულის გაცნობიერება-გაანალიზება და მომავალში ამის სრული პრევენცია თუ არ განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში, მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური კონგლომერატი მუდმივად განწირული იქნება სამარცხვინო წაგებებისთვის“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.