„დღეს დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფაქტობრივი მასალების „ტყვიამფრქვევი“ დაუშინა ქართველობისა და ქართული მენტალობის გენოციდის არქიტექტორებს. ზოგ მათგანს ეს იმდენად მწარედ მოხვდა, რომ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განწირული ხმით, არა მხოლოდ „ცეცხლის შეწყვეტა“ სთხოვა გიორგი ცაგარეიშვილს, არამედ მისი, ჩვენი, ზოგადად ქართველების მეხსიერებიდან ამ „პრე-ისტორიული მოგონებების“ სამუდამოდ წაშლა“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფაქტობრივი მასალების „ტყვიამფრქვევი“ დაუშინა ქართველობისა და ქართული მენტალობის გენოციდის არქიტექტორებს. ზოგ მათგანს ეს იმდენად მწარედ მოხვდა, რომ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განწირული ხმით, არა მხოლოდ „ცეცხლის შეწყვეტა“ სთხოვა George Tsagareishvili -ს, არამედ მისი, ჩვენი, ზოგადად ქართველების მეხსიერებიდან ამ „პრე-ისტორიული მოგონებების“ სამუდამოდ წაშლა. ეს მოგონებები არა თუ ვერ წაიშლება, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიის 30-წლიანი მონაკვეთის ასახვის სახით ჰპოვებს თავის ტრაგიკულ ადგილს იმ სასკოლო სახელმძღვანელოებში, რომლის გამოცემა ტაბუდადებული თემა იყო წინა ხელისუფლების დროს, და რის გამოც დღევანდელ ახალგაზრდობას გულწრფელად არ ესმის, რას ვერჩით „საწყალ მიშას“ და რატომ „ვტანჯავთ“ მას საპატიმროში. ამ სახელმძღვანელოებში აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ის სირცხვილი თუ სიქველე - რომლის ცოდნა და გაანალიზება საშუალებას მისცემს ახალგაზრდა თაობას, გაითვალისწინოს და მომავალში არ გაიმეოროს დაშვებული შეცდომები. ასევე სახელებით და გვარებით რომ იცნობდნენ სამშობლოს მოღალატეებს, თავისი სამარცხვინო დანაშაულით და სამშობლოს გმირებს - ვინც შეეწირა ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს არა მხოლოდ გარე, არამედ შიდა მტრების მხრიდან. ამიტომ - ვერ გადაამისამართებთ „პრე-ისტორიის“ კატეგორიაში იმ მომავალ სახელმძღვანელოებს, რომლის ფურცლებზე თქვენი თავებიც ამოიკითხეთ დღეს“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.