logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეხლა ეს ან ვირობს და ეშმაკობს, ან კიდე გულის მავიწყობა დასჩემდა მოხუცებულობისა გამო
- +

10 მაისი. 2022. 19:44

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს მაქვეყნებს.

 

“კარქი, რა, რომანა ძიავ, კარქი, რა!

 

მოკლედ, პარლამენტში მიკროფონი ჩაურთეს რომანა ძიას და იმანაც დაიწყო: ღარიბაშვილის თქმითაო, თურმე საქართველოში ამიერიდან ჰესებს სახელმწიფო ააშენებსო.

ეს რა თქვა, ხალხო, ეგეთი რაღაცა როგორ შეიძლება, სად გაგონილა, ჰესებს სახელმწიფო აშენებდეს, კერძო ინვესტორთა ინტერესები კიდე უარყოფილი იქნასო?!

რომანა ძიამ უფრო შორსაც გააჭენა: ღარიბაშვილმა ისიც თქვაო, რომაო, სახელმწიფოს ამის საშუალება აქვს და ჰესებს ააშენებს კიდევაცო. არ გამაგიჟოთ, ეხლა ჩვენ ქვეყანას ამდენი ფული საიდან უნდა ჰქონდესო?!

ბოლოს კი... როცა რომანა ძიას საგანცხადებო დრო ამოეწურა და თავმჯდომარის დასტურით 1 წუთი დაუმატეს, უარესი სირობა განაცხადა: საქართველო ენერგეტიკულად მიაბეს რუსეთსო.

ეხლა ეს ან ვირობს და ეშმაკობს, ან კიდე გულის მავიწყობა დასჩემდა მოხუცებულობისა გამო.

კარქი, რა, რომანა ძიავ, გაიხსენე, ვინ და რატომ მიგვაბა რუსეთს ენერგეტიკულად... ვინ და რატომ აჩუქა რუსეთს 80-მდე სტრატეგიული ობიექტი!”- წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner