logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია გიორგი ვაშაძეს: დავივიწყოთ კი არა, ყველა დღე უნდა ვახსენოთ საზოგადოებას ის სირცხვილი, რაც ჩვენ გვქონდა 9 წლის განმავლობაში, რომ ახალმა თაობამ ზუსტად შეაფასოს წარსული, იფიქროს აწმყოზე და დაგეგმოს მომავალი
- +

10 მაისი. 2022. 20:39

 

 

 

“ნაცების მიდგომაა, რომ წარსული არ გავიხსენოთ? ე.ი რა გამოდის? ჩვენ უნდა დავივიწყოთ: ჩაბარებული კოდორი, მოკლული ახალგაზრდები, დარბეული მიტინგები, ნაწამები ბიჭები, გატაცებული ჯარისკაცები და წყალში ჩამხრჩვალი, გაყიდული მიწები, ჩამორთმეული ბიზნესები, წაგებული ომი, დაბომბილი ცხინვალი, რუსებზე მიცემული ჰესები, რუსებზე მიცემული გაზი, წყალი, ბორჯომი და რომელი ერთი ჩამოვთვალო - ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავივიწყოთ?” - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია გიორგი ვაშაძის პარლამენტში გაკეთებულ შეფასებას, რომ „აღარ გვინდა პრეისტორიული წარსულის გახსენება“.

 

„ვითომ არაფერი ყოფილა? ბოდიში მომითხოვია, მაგრამ მაშინ ფაშისტებს რას ვერჩით? რატომ არ ვივიწყებთ ფაშიზმს და ჰიტლერს? თან ჰიტლერი ასჯერ მეტად პატრიოტი იყო ვიდრე - სააკაშვილია, ის საკუთარ ერს ხელის გულზე ატარებდა და საკუთარ მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს ხელფასის გამო და ჰიტლერის არსებობის თუ რცხვენიათ გერმანელებს, ჩვენ სააკაშვილის არსებობით უნდა ვამაყობდეთ? მსოფლიო ისტორიაში, ვინც ერთ ადამიანს მაინც დამისახელებს, ვისაც სააკაშვილზე მეტად ეზიზღება საკუთარი ერი, მაშინ დავივიწყებ მე პირადად ყველაფერს. მხოლოდ ერთი ადამიანი მაინც მითხარით, ვისაც ოდესმე იმაზე მეტი ევნოს საკუთარი ქვეყნისთვის, ვიდრე - სააკაშვილს!!! მხოლოდ ერთი და შევეცდები ყველაფერი დავივიწყო. დავივიწყოთ კი არა, ყველა დღე უნდა ვახსენოთ საზოგადოებას ის სირცხვილი, რაც ჩვენ გვქონდა 9 წლის განმავლობაში და ეს შეხსენება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვჭირდება, რომ ახალმა თაობამ ზუსტად შეაფასოს წარსული, იფიქროს აწმყოზე და დაგეგმოს მომავალი“, - წერს facebook - ზე. ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner