logo_geo
eng_logo
პეტრას აუსტრევიჩიუსი: ასოცირებული ტრიოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აუცილებელია
- +

10 მაისი. 2022. 22:28

 

 

“ასოცირებული ტრიოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აუცილებელია. ეს არის აღიარება, რომ თქვენ ხართ ევროპული ოჯახის წევრი და ევროკავშირის მაგიდასთან გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად დასხდებით,” - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„შეიძლება უკრაინის გაწევრიანებას 5 ან 7 წელი დასჭირდეს. დიდწილად ეს უკრაინაზე იქნება დამოკიდებული, რადგან რეფორმების ტემპი ბევრს გადაწყვეტს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება კი ტრიოსთვის აუცილებელია. ეს არის აღიარება, რომ თქვენ ხართ ევროპული ოჯახის წევრი და ევროკავშირის მაგიდასთან გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად დასხდებით. პოლიტიკური სიგნალი აუცილებლად უნდა გავუგზავნოთ უკრაინას და საქართველოსაც. ეს ქვეყნები მოუთმენლად ელოდებიან ამ სტატუსს და კანდიდატობა ნიშნავს უფლების აღიარებას და კარის გაღებას შემდეგი ნაბიჯებისთვის. მორალურად პასუხისმგებლები უნდა ვიყოთ პროცესებზე და კიდევ ერთხელ არ შევქმნათ გაურკვევლობა. რაც შეეხება მაკრონის წინადადებას, საკმაოდ ორაზროვანი კონცეფციაა და არ ვფიქრობ, რომ უკრაინელებზე გაიყიდოს ეს ინიციატივა. არ ვარ დარწმუნებული გვჭირდებოდეს ახალ-ახალი და თან არასრულყოფილი გაერთიანების შექმნა. ევროსაბჭოც გვაქვს, ეუთოც. ილუზიების შესაქმნელად ახალი ინსტიტუტები არ არის საჭირო“, - აცხადებს აუსტრევიჩიუსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner