logo_geo
eng_logo
მიხაელ გალერი: აუცილებელია გადავლახოთ ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობის აუცილებლობა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ან მოლაპარაკებების გახსნაზე
- +

10 მაისი. 2022. 22:28

 

 

“აუცილებელია გადავლახოთ ისეთი ინსტიტუციური გამოწვევები, როგორიცაა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობის აუცილებლობა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ან მოლაპარაკებების გახსნაზე, რადგან ევროკავშირი უფრო დიდი და უფრო ძლიერი ოჯახი უნდა იყოს, “- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი პოლიტიკური სიგნალი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს და კანდიდატის სტატუსი ასეთ სიგნალს მიეკუთვნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ შეთანხმდებიან სტატუსზე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ მაკრონის განცხადებით, რომ ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს უკრაინის გაწევრიანებას. ნამდვილად არ უნდა მოხდეს ასე. მესმის, რომ წევრობა მალე არ ხდება, მაგრამ დღეს უნდა ვთქვათ, რომ თქვენ ეკუთვნით ევროპას და ეს გარდაუვალი პროცესია. გაუგებარია მაკრონის ახალი ინსტიტუტის შესახებ წინადადებაც. რა არის ამ ორგანოს შექმნის იდეა და მიზნად ისახავს თუ არა, რომ მომავალ გაწევრიანებას ავარიდოთ თავი. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის 49-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიას აქვს უფლება ევროკავშირში გაწევრიანდეს. ევროკავშირის გაფართოება ჩვენს ინტერესებში უნდა იყოს. აუცილებელია გადავლახოთ ისეთი ინსტიტუციური გამოწვევები, როგორიცაა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობის აუცილებლობა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ან მოლაპარაკებების გახსნაზე, რადგან ევროკავშირი უფრო დიდი და უფრო ძლიერი ოჯახი უნდა იყოს“, - აცხადებს გალერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner