logo_geo
eng_logo
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ხორციელდება
- +

10 მაისი. 2022. 22:30

 

 

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იმსჯელა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტზე. ცვლილებების განხორციელება საჭირო გახდა მას შემდეგ რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებების გამიჯვნის შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა. ამის შესახებ განმარტება პარლამენტის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

 

კანონპროექტით, უფრო მეტად გაფართოვდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებითაც დადგინდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. სოციალური გარანტიებით თანაბრად ისარგებლებენ, როგორც სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ის თანამშრომლები, რომლებიც საგამოძიებო ფუნქციებით არ არიან აღჭურვილნი. კანონმდებლობით დარეგულირდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებიც. კანონპროექტი პარლამენტმა მუხლობრივად განიხილა.

 

პარლამენტმა ასევე იმსჯელა პაკეტში შემავალ კანონპროექტებზე: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner