logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა
- +

10 მაისი. 2022. 22:33

 

 

დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Українські Новини-ს კრავჩუკის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ კრავჩუკი 88 წლისა გარდაიცვალა.

 

ლეონიდ კრავჩუკმა უკრაინაში 1991 წლის 1 დეკემბერს გამართულ პირველ პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 61,6% მიიღო და თანამდებობას 1994 წლამდე იკავებდა. 1994-2006 წლებში კრავჩუკი უკრაინის უზენაესი რადას წევრი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner