საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 10-12 მაისს მონაწილეობას მიიღებს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში.
ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტერიალის მონაწილეებს და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.