ნატოს გენერალურ მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ალიანსის პრესსპიკერმა Twitter-ზე გაავრცელა.
„ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს COVID-19 დაუდასტურდა. ის სრულად ვაქცინირებულია, გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა და საშუალო სიმპტომები აქვს. ბელგიის სამედიცინო გაიდლაინების თანახმად, ის საკუთარი მოვალეობების შესრულებას სახლიდან გააგრძელებს“, - აღნიშნულია ტვიტში