„ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკებმა" ორი ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაატყვევეს. BBC-ის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს" წევრები მშვიდობიან მოქალაქეებს „ცოცხალ ფარად" გამოიყენებენ.
ტყვეები ქალაქ მანბიჯში აიყვანეს, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ ორთვიანი ბრძოლის შედეგად დათმო. მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრი ადასტურებს.
ქალაქი მანბიჯი თურქეთის საზღვართან მდებარეობს. ქალაქს „ისლამური სახელმწიფო" ორი წლის განმავლობაში აკონტროლებდა.