„თავდებობა მხოლოდ წინასწარი პატიმრობის პირობებში გამოიყენება - სააკაშვილს აქვს მისჯილი, ის პატიმარია, შესაბამისად ეს რესურსი, როგორც სამართლებრივი ბერკეტი წარმოუდგენელი და აბსურდია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება სააკაშვილს თავდებად დაუდგეს. ალბათ ასეთი ადამიანი არ უნდა არსებობდეს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც პატიმარმა სააკაშვილმა სრულიად საქართველოს დაანახა საკუთარი ქცევით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი გეგმა შეიმუშავა. ახლა ამბობენ, რომ პატიმარს თავდებში ჩაუდგებიან და ამ გზით ცდილობენ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას.