logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე პაატა მანჯგალაძე: ასე გააგრძელეთ და 2024-ში კი არა, 2030-ში ვერ გექნებათ პოლიტიკური პერსპექტივა
- +

11 მაისი. 2022. 12:31

 

 

„პარადოქსი ის კი არ არის, რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ განვითარდა და საკუთარ პოლიტ-უბედურებას ვერ აფასებენ?! არამედ, იმდენად უტიფრები და „სპეკულანტები“ არიან, რომ 1 მილიონიანი ელექტორატის მქონე პარტიას ასე ხელაღებით, პროვოკაციული განცხადებებით ამუნათებენ და არც ამომრჩევლის ლანძღვას ერიდებიან“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

 

როგორც ქადაგიძე წერს, სინამდვილეში, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკანები არიან, არჩევნებში მაქსიმუმ 1% მხარდაჭერას აფიქსირებენ და დანარჩენ 99%-ს უმტკიცებენ საკუთარ „ძლევამოსილებას“.

 

„პარადოქსი ის კი არ არის, რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ განვითარდა და საკუთარ პოლიტ-უბედურებას ვერ აფასებენ?! არამედ იმდენად უტიფრები და „სპეკულანტები“ არიან, რომ 1 მილიონიანი ელექტორატის მქონე პარტიას ასე ხელაღებით, პროვოკაციული განცხადებებით ამუნათებენ და არც ამომრჩევლის ლანძღვას ერიდებიან... არა და რომ მოუსმინო, ისეთი „ხბოს გამომეტყველებით“ საუბრობენ პოლარიზაციის დასრულებაზე და პოლიტ-კულტურაზე, გეგონება ახალი თაობის პოლიტიკოსები არიან. სინამდვილეში კი, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკანები არიან, არჩევნებში მაქსიმუმ 1% მხარდაჭერას აფიქსირებენ და დანარჩენ 99%-ს უმტკიცებენ საკუთარ „ძლევამოსილებას“. ეგრე გააგრძელეთ და 2024-ში კი არა, 2030-ში ვერ გექნებათ პოლიტიკური პერსპექტივა“, - წერს ქადაგიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner