logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს
- +

11 მაისი. 2022. 13:19

 

 

„მე არ ვეთანხმები ბორელის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომ უკრაინელების ევროპული მისწრაფება შემოიფარგლება ევროკავშირზე, როგორც ბანკომატზე ხედვებით. ეს ასე არაა“, - ასე ეხმიანება დავით ქართველიშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომლის თანახმად ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ არის ბანკომატი უკრაინისთვის.

 

ქართველიშვილ, აგრეთვე, ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის თანახმად მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პატრიოტიზმი ბანკომატთან იწყება.

 

„პირველი - პლაგიატი ტეხავს. ჟოზეფ ბორელის ციტატის და მისი შინაარსის გამოყენება მეორეხარისხოვან პოლიტიკოსსაც არ ამშვენებს. მას უნდა შეეძლოს, საკუთარი ციტატებით ელაპარაკოს ამომრჩეველს. მეორე - მე არ ვეთანხმები ბორელის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომ უკრაინელების ევროპული მისწრაფება შემოიფარგლება ევროკავშირზე, როგორც ბანკომატზე ხედვებით. ეს ასე არაა“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner