2022 წლის 14 მაისს, 20- 00 საათზე ეროვნული სასახლის მხარდაჭერით , კლასიკურ მუსიკას მონატრებული მსმენელებისათვის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მორიგი კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
კონცერტზე შესრულდება :
რ.ვაგნერი - ზიგფრიდის იდილია
ი.ჰაიდნი - კონცერტი ჩელოსთვის ნ1. დო მაჟორი
ს.რახმანინოვი - საფორტეპიანო კონცერტი ნ.2
დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი
ანასტასია კობეკინა - ვიოლონჩელო
ლუკა ოქროს - ფორტეპიანო
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგზარდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე ჩამოყალიბდა.ორკესტრი 15-დან – 28 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს.
თაო არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ პროფესიონალ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და სოლისტებთან როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე და ექსპერიმენტულ რეპერტუარზე. თაო-ს მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩამოუყალიბოს მაღალი მუსიკალური გემოვნება, მისცეს მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და დაეხმაროს მუსიკისებს საორკესტრო ხელოვნების მაღალი სტანდარტების დაუფლებაში.