logo_geo
eng_logo
გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრის მორიგი კონცერტი კონსერვატორიაში
- +

11 მაისი. 2022. 14:15

 

 

2022 წლის 14 მაისს,  20- 00 საათზე  ეროვნული სასახლის მხარდაჭერით , კლასიკურ მუსიკას მონატრებული მსმენელებისათვის  თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მორიგი  კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

 

კონცერტზე შესრულდება :

რ.ვაგნერი - ზიგფრიდის იდილია

ი.ჰაიდნი - კონცერტი ჩელოსთვის ნ1. დო მაჟორი

ს.რახმანინოვი - საფორტეპიანო კონცერტი ნ.2

 

დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი

 

ანასტასია კობეკინა -   ვიოლონჩელო

ლუკა ოქროს -  ფორტეპიანო

 

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგზარდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე ჩამოყალიბდა.ორკესტრი 15-დან – 28 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს.

 

თაო არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ პროფესიონალ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და სოლისტებთან როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე და ექსპერიმენტულ რეპერტუარზე. თაო-ს მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩამოუყალიბოს მაღალი მუსიკალური გემოვნება, მისცეს მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და დაეხმაროს მუსიკისებს საორკესტრო ხელოვნების მაღალი სტანდარტების დაუფლებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner