logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე: ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს
- +

11 მაისი. 2022. 14:50

 

 

„მოთხოვნების დაყენება ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც სისტემას ედგა სათავეში, რომელი სისტემის პირობებშიც არა თუ მსგავსი უფლებები, არამედ სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებს და პატიმრებს წართმეული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს და ექიმებს დაუჯეროს.

 

„სისტემის პირობებში არა თუ მოთხოვნას აყენებდა პატიმარი, არამედ უბრალოდ ზედმეტი სიტყვის ფასი შეიძლება მისი სიცოცხლე ყოფილიყო. ახლა ამ სისტემის ავტორი კლინიკაში მისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს და ჩვენ, ამაზე მსჯელობის დროს ყველას გვავიწყდება, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს თუ რაღაც არ მოეწონებოდათ კლავდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს თუ გინდათ, რომ მიმკურნალოთ, მოდი ეს პირობები შემისრულეთო - ამორალურია. უბრალოდ, ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშვილი შეთავაზებას დათანხმდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner