„Black Sea Arena" - ზე 13 აგვისტო ეროვნული ანსამბლის - „ერისიონის" დღეა. ქართულ სიმღერასა და ცეკვაში შერწყმული შოუს ელემენტები პროექტს „ქართული საგანძური" კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.
სპეციალურად კონცერტისთვის, საფრანგეთიდან მოწვეული არიან განათების სპეციალისტები. უპრეცედენტოდ მასშტაბური ქართული შოუ „Black Sea Arena" -ს სცენისთვის მომზადდა. დარბაზის სცენაზე ეს პირველი ქართული კონცერტი იქნება.
„პროექტი, რომელმაც ევროპელი და ამერიკელი მაყურებელი გააოცა საქართველოში პირველად დაიდგმება", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
„ერისიონის" კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ღირებულება 7-20 ლარს შეადგენს.