logo_geo
eng_logo
ზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილის შეძენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს
- +

11 მაისი. 2022. 18:37

 

 

უკრაინიდან ლტოლვილ მარია გორდულავას, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობს, შვილი შეეძინა. შვილის შეძენა უკრაინის მოქალაქეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

 

ვახტანგ ტარანს და მარია გორდულავას მეორე შვილი - ადელინა კლინიკა „სენამედში“ შეეძინათ. სამედიცინო დაწესებულებამ მათ უფასო მომსახურება გაუწია.

 

უკრაინის ქალაქ ოდესიდან ლტოლვილი მარია ომის დაწყების შემდეგ უფროს შვილთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს, მეუღლე კი უკრაინაში იმყოფება.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ომის დაწყების შემდეგ ეს მეორე უკრაინული ოჯახია, რომელსაც შვილი შეეძინა, ადელინამდე მარტვილში მცხოვრებ წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ბაგრატი დაარქვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner