logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მშვიდობაზე დიდი ღირებულება ქვეყნისთვის არ არსებობს
- +

11 მაისი. 2022. 18:49

 

 

„მშვიდობაზე დიდი ღირებულება ქვეყნისთვის არ არსებობს. როდესაც ამის შენარჩუნება შეუძლებელია, როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება საქმე, როდესაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნას ეხება საქმე, რა თქმა უნდა, უნდა აიღო იარაღი ხელში და ბოლომდე იბრძოლო, მაგრამ დღეს ჩვენი ვალდებულებაა, ეს მშვიდობა შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„მშვიდობის შენარჩუნებისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და „ქართული ოცნება“ არის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ განმეორდა ის, რაც ჩვენ ერთხელ უკვე ვიხილეთ 2008 წელს, მანამდე კი 1992-93 წლებში და ბევრჯერ ჩვენს ისტორიაში. დღეს არის ალბათობა, რომ ჩვენი ქვეყნის არსებობას შეექმნას საფრთხე. ომი უკრაინაში გადაზარდა ხანგრძლივ ომში, ეს არის ომი გამოფიტვაზე. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა გამოფიტვაზე ომს ვერ გაუძლებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner