„პარლამენტის თავმჯდომარეც ივანიშვილისადმი დარტყმების ხარჯზე ცდილობს პოზიციონირებას?", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს და დავით უსუფაშვილის საქციელს არაეთიკურს უწოდებს.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს და ამიტომ, არ მომწონს, გაუმჯობესებული ალასანიას როლის მორგებას რომ ცდილობს. სამწუხაროა ისიც, რომ ივანიშვილმა ვერ შეიძინა მეგობრები ამ ქვეყანაში და საერთო ჯამში, ვისგანც შორს უნდა დაეჭირა თავი, ახლოს ჰყავდა და ვისთანაც ახლოს უნდა ყოფილიყო, ის მისგან შორს აღმოჩნდებოდა ხოლმე. ჩვენს ქვეყანაში კი, ასევე სამწუხაროდ, წესიერი მოღვაწეების ნაცვლად უწესო პოლიტიკოსები დარჩა მოთხოვნადი, რის გამოც ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა სრული საზოგადოებრივი კრიზისი შექმნა", - წერს გამზარდია.