logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: პარლამენტის თავმჯდომარეც ივანიშვილისადმი დარტყმების ხარჯზე ცდილობს პოზიციონირებას?
- +

13 აგვისტო. 2016. 11:28


„პარლამენტის თავმჯდომარეც ივანიშვილისადმი დარტყმების ხარჯზე ცდილობს პოზიციონირებას?", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს და დავით უსუფაშვილის საქციელს არაეთიკურს უწოდებს.  

 

„ძალიან დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს და ამიტომ, არ მომწონს, გაუმჯობესებული ალასანიას როლის მორგებას რომ ცდილობს. სამწუხაროა ისიც, რომ ივანიშვილმა ვერ შეიძინა მეგობრები ამ ქვეყანაში და საერთო ჯამში, ვისგანც შორს უნდა დაეჭირა თავი, ახლოს ჰყავდა და ვისთანაც ახლოს უნდა ყოფილიყო, ის მისგან შორს აღმოჩნდებოდა ხოლმე. ჩვენს ქვეყანაში კი, ასევე სამწუხაროდ, წესიერი მოღვაწეების ნაცვლად უწესო პოლიტიკოსები დარჩა მოთხოვნადი, რის გამოც ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა სრული საზოგადოებრივი კრიზისი შექმნა", - წერს გამზარდია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner