logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი: ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს თბილისთან და ერთად ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ გზები უკრაინის მხარდასაჭერად
- +

11 მაისი. 2022. 21:14

 

 

 

14 წლის წინ, რუსეთი შეიჭრა საქართველოში და სწორედ ასე დაიწყო ის გზა, რომელსაც ახლაც გადის. ჩვენ ვნახეთ უკრაინაში შეჭრა 2014 წელს და მიმდინარე წელს. რა თქმა უნდა, რუსეთი უკანონოდ იკავებს და ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით ერთი მეხუთედი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ეს არის ის, რასაც შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები ეწინააღმდეგებიან. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმე მოგონებები უკავშირდება ამ ომს ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის. სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები უნდა დადგეს საქართველოს გვერდით და მზად არის, იდგეს საქართველოს გვერდით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ ჩოლეტმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს კარგად იცნობს. პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს პირველად სენატორის რანგში ეწვია და დღემდე ჩართულია ამ მიმართულებით. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ასევე, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, რომელიც ასევე კარგად იცნობენ საქართველოს. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ჩვენი ქართველი მეგობრების მხარდასაჭერად. ჩემი აზრით, ახლა რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება - ერთიანობის განცდაა. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს თბილისთან, რადგან ერთად ვმუშაობთ ვიპოვოთ გზები უკრაინის მხარდასაჭერად, უზარმაზარი გამოწვევების დასაძლევად“, - განაცხადა დერეკ ჩოლეტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner