“საქართველო შეერთებული შტატებისა და ნატო-ს უკიდურესად ახლო პარტნიორია ბოლო 15 წლის განმავლობაში,” - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ ჩოლეტმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას. საქართველო შეერთებული შტატებისა და ნატო-ს უკიდურესად ახლო პარტნიორია ბოლო 15 წლის განმავლობაში. ისეთ ადგილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი, საქართველო დაეხმარა შტატებს. არაერთი ერთობლივი წვრთნა ჩატარდა ნატო-საქართველოს ფორმატით. ასე რომ, შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დარჩეს ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ნატო-ს ღირებული პარტნიორი. “, - განაცხადა დერეკ ჩოლეტმა.