შვედეთის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ფინეთში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონი ფინეთის პრეზიდენტს, საული ნინისტოს შეხვდა. ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რომელიმე მათგანზე თავდასხმის შემთხვევაში ბრიტანეთი და ფინეთი ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
მანამდე ჯონსონმა ანალოგიური შეთანხმება შვედეთთანაც გააფორმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ. სავარაუდოდ შესაბამის ოფიციალურ განცხადებას ეს ქვეყნები ივნისში გააკეთებენ.