logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: დანაშაულთან ბრძოლის მიშასდროინდელი ბინძური მეთოდები სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს სისტემიდან
- +

13 აგვისტო. 2016. 11:29


საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში დაფნარში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ფაქტს შოკისმომგვრელს უწოდებს. როგორც კობახიძე წერს, შესაბამისმა უწყებებმა ფაქტი უმოკლედ დროში უნდა გამოიძიონ და დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.


„დაფნარში მომხდარი თვითმკვლელობა ახალგაზრდა ბიჭის, თანაც პოლიციის მხრიდან ზეწოლის მოტივით, შოკისმომგვრელია... ძალიან ცუდი ფაქტია, რაც უსწრაფესად უნდა იქნას გამოძიებული, ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება დამნაშავის დადგენის და პასუხისგებისთვის... ასეთ კადრებს პოლიცია არათუ უნდა დაემშვიდობოს, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ! ეს მიშასდროინდელი და კიდევ უფრო ძველი, ბინძური მეთოდები დანაშაულთან ბრძოლის სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს სისტემიდან. ჯალათების დრო წავიდა და ვიღაცეებს ეტყობა არა აქვთ ეს ბოლომდე გააზრებული... გარდაცვლილის ოჯახისთვის შვება არ არის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ სამინისტროსგან და მთავარი პროკურატურისგან ყველაფერი გაკეთდება ამ მძიმე შემთხვევაზე სათანადო პასუხის გასაცემად, არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც!" - წერს მანანა კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner