logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, შავი ზღვის ბლოკადა შეწყვიტოს და უკრაინიდან ექსპორტის შეფერხებით გლობალური სასურსათო პრობლემები არ გამოიწვიოს
- +

11 მაისი. 2022. 23:22

 

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთს მოუწოდა, შავი ზღვის ბლოკადა შეწყვიტოს და უკრაინიდან ექსპორტის შეფერხებით გლობალური სასურსათო პრობლემები არ გამოიწვიოს.

 

„უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქტების კრიტიკული წყარო და საკვების მიწოდების გლობალური ჯაჭვის მთავარი რგოლია. რუსეთის ბლოკადა ხელს უშლის ამ საქონლის გასვლას, რაც მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში არასათანადო კვებისა და შიმშილის საფრთხეს უქმნის. ბლოკადა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner