logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ომი უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენსას დავიბრუნებთ
- +

11 მაისი. 2022. 23:49

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მაშინ დასრულდება, როდესაც უკრაინა თავის ტერიტორიებსა და ხალხს დაიბრუნებს.

 

„ომი უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს სიმართლეა. მე ღიად ვამბობ: ზედმეტი არ გვჭირდება. ჩვენ გვსურს, მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას. რუსეთმა ჩვენი ყველა უფლება დაიპყრო: უფლება ჩვენს მიწაზე, არჩევანის უფლება და საბოლოოდ მივედით სიცოცხლის უფლებამდე”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელებს სურთ დაიბრუნონ თავისი მიწა, ადამიანები, თავისუფლება და არჩევანის უფლება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner