logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: ყველაზე დიდი ტრაგედია და ცინიზმი ის არის, რომ პატიმრის უფლებების დარღვევასა და წამებაზე ლაპარაკობს ის პოლიტიკური ძალა, რომლის დროსაც ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაზე დიდი უბედურება ხდებოდა
- +

12 მაისი. 2022. 00:34

 

 

“ყველაზე დიდი ტრაგედია და ცინიზმი ის არის, რომ პატიმრის უფლებების დარღვევასა და წამებაზე ლაპარაკობს ის პოლიტიკური ძალა, რომლის დროსაც ხდებოდა ყველაზე დიდი უბედურება ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში,” - ამის შესახებ პროფესორმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მან წინა ხელისუფლების დროს პატიმრობაში გატარებული დრო გაიხსენა.

 

„ეს სამედიცინო სერვისი და ასეთი კონსილიუმები რომ ჰქონოდა ცხონებულ სულხან მოლაშვილს ან თითოეულ ჩვენგანს... მე 15 დღე ვშიმშილობდი, მარტო წყალს ვსვამდი. პატრიარქი შემოვიდა ჩემთან, შემაწყვეტინა [შიმშილობა]. ვინ მოვიდოდა, ვინ დაგვხვედავდა. რა კონსილიუმი, რა გადაყვანა. აქ ჩანს ეს უზარმაზარი განსხვავება, რაც არის დღევანდელ ხელისუფლებასა და წინა რეჟიმს შორის, დღევანდელ და წინა პენიტენციურ პოლიტიკას შორის. ძალიან კარგი, რომ ასეთი პასუხისმგებლობით ეპყრობიან ახლა უკვე პატიმარ მიხეილ სააკაშვილს. “, - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner