logo_geo
eng_logo
დონეცკში, ლუგანსკსა და ყირიმში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა
- +

13 აგვისტო. 2016. 11:30


უკრაინის უშიშროების სამსახურმა დონეცკში, ლუგანსკსა და ყირიმში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა.  ამის შესახებ ინფორმაციას  თავად უწყება ავრცელებს.


როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი ზომების მიღების მიზეზი ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის საომარ ზონებში სიტუაციის გამწვავება გახდა.



სპეცსამსახურებმა ტერორისტული საფრთხის დონე სხვა რაიონებშიც გაზარდეს.  ზაპოროჟიაში, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონსკის და ჩერნიგოვსკის რაიონებში საფრთხის  „ყვითელი დონე" გამოცხადდა.


დნეპროტეპროვსკის, კარპატისპირეთის, ხმელნცკის, ჩერნოვიცკის და კიევის მხარეში „ლურჯი" დონე გამოცხადდა.


ვოლინსკის, ივანო-ფრანკოს, კიროვოგრადის, ლვოვის, პოლტავსკის და ტერნოპოლსკის რაიონებში შესაძლო საფრთხეა გამოცხადებული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner