logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: 7 ნოემბერს ოპერის ბაღთან ცემაში რომ კინაღამ მოკლეს, ის სახალხო დამცველი მახსოვს სოზარ სუბარის სახით. ეს ქალბატონი ვისი დამცველია მე არ ვიცი
- +

12 მაისი. 2022. 00:40

 

 

“იცით მე როგორი სახალხო დამცველი მახსოვს? 2007 წოლის 7 ნოემბერს ოპერის ბაღთან ცემაში რომ კინაღამ მოკლეს. ეს სახალხო დამცველი მახსოვს სოზარ სუბარის სახით. ეს ქალბატონი ვისი დამცველია მე არ ვიცი, “- ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში უმრავლესობის წვერმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ისაუბრა.

 

„მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და არ მინდა რაღაც წიაღებში შევიდე, მაგრამ ასევე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ძალიან ბევრ რამეზე, რასაც ახლა ქალბატონი სახალხო დამცველი აკეთებს, გული წყდება. მის ნამუსზე იყოს. მას აქვს კანონით ამის უფლება და ხელს არავინ არ უშლის, თუ უნდა მეორე კონსილიუმი შექმნას, მესამე. აკონტროლოს ციხეებში შექმნილი მდგომარეობა, პატიმრების უფლებების დაცვის სტანდარტი. ოღონდ ეს უნიფიცირებული უნდა იყოს. არ შეიძლება პატიმრებს შორის ერთადერთი და ერთ-ერთი გამოარჩიო და მხოლოდ მასზე იფიქრო და იდარდო. თუმცა ესეც მისის უფლებაა და არჩევანის, გემოვნების საკითხიც არის“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner